ილია ბეგიაშვილი: უადგილოა იმის თქმა, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი ჩავარდა 

„ორივე მთის კურორტი, ბაკურიანი და გუდაური, თავისი სამარაგე სისტემებით, წყლით, 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით მარაგდება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბაკურიანსა და გუდაურში სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყო და სხვადასხვა უწყებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა გაანალიზა ყველა ის პრობლემა, რომელიც გასულ წელს არსებობდა კურორტებზე, მათ შორის: საცობების, პარკინგების, წყალმომარაგების, გზების მოწესრიგების, მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, დაისახა გეგმები და გატარდა ღონისძიებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბეგიაშვილის თქმით, წყლის არსებული  მარაგი  სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ აბონენტისთვის, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს ოპერირებას,  თუმცა წლევანდელმა მშრალმა ყინვებმა გამოიწვია მიწისქვეშა წყაროების გაყინვა, რის გამოც  დაიკარგა გარკვეული რაოდენობის დებეტი. 


,,გუდაურში გვქონდა პრობლემა მხოლოდ ერთ კომპლექსთან,  მთლიანი გუდაური კი 24-საათიან რეჟიმში მარაგდებოდა. ანალოგიური ვითარება იყო ბაკურიანშიც.   წყალმომრაგება და წყალარინება ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა, არსებულ სირთულეებს დაემატა ავარიებიც, რამაც განაპირობა დებეტის სიმცირე. თუმცა ვერ დავეთანხმები იმას, რომ საკურორტო სეზონისთვის წყალმომარაგების მხრივ ყველაფერი გაუთვლელი იყო. ერთადერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი  იყო, რომ დებეტის მსგავს ვარდნას ნამდვილად არ ველოდით,“-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.


მისივე თქმით, მთიან კურორტებზე ნმუდმივად იზრდება აბონენტების რაოდენობა და მხოლოდ გასულ წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ბაკურიანში, 800 ახალი აბონენტი დაიერთა, საიდანაც 200-ზე მეტი კომერციული ობიექტია.


,,წარმატებული საკურორტო სეზონისა და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, წყალი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა მთლიანობაში თუ შევაფასებთ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებული და აბსოლუტურად უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო. აქვე დავამატებ, რომ იმ ადგილებში სადაც პრობლემა არსებობდა,  წყალმზიდების საშუალებით 24-საათიან რეჟიმში ვაწვდიდით წყალს,“-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.


როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი, ასეთი მოდელის შემუშავება კი განაპირობა კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. შეთავაზებული ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე. 


ილია ბეგიაშვილის თქმით, ეფექტიანი საჯარო მმართველობა, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა.


USAID-ის მისიის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში,  წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ოთხი ახალი სკვერი შეემატება ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს.

კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ენგურის ხიდი ჩაიკეტება

ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლები ენგურის ხიდის სავარაუდო ჩაკეტვაზე საუბრობენ.

პრემიერი: ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა კორონავირუსის დროული გამოვლენა, მოქალაქეების კი, პირადი ჰიგიენის დაცვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახრიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, კორონავირუსის დროული გამოვლენა, ხოლო მოქალაქეების ამოცანაა, პირადი ჰიგიენის დაცვა.

GM Pharma-ს ("ჯი-ემ-პი") ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ აუდიტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მიმდიანრეობს

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 4,290 კმ იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებშიქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

საქართველოს მთავრობა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს აცნობს.

ფოთიდან ზუგდიდში გადაჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

ფოთის ცენტრალური კლინიკიდან ზუგდიდში გადაჰყავთ 18 წლის გოგო, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.