კობა გვენეტაძემ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვენაში გამართულ "Euromoney"-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ყოველწლიურად იკრიბებიან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და რეგულატორები მთელი მსოფლიოდან. წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური ფორუმის 25 წლის იუბილეა და მისი ერთ - ერთი მთავარი თემა მონეტარულ პოლიტიკა იყო.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარა. ასევე მიმოიხილა მონეტარული პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და ცენტრალური ბანკის ნაბიჯები.


კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.


ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც  გასული წლის ბოლოს კიდევ ერთი წლით, 2021 წლის აპრილამდე, გახანგრძლივდა.


კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა საბანკო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორიცაა - ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ახალი კანონი, კაპიტალის სისტემური ბუფერების ამოქმედება, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განხორციელებაზე მუშაობა და სხვა.


ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე, შეხვდა პოტენციურ ინვესტორებს და მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მიმდიანრეობს

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 4,290 კმ იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებშიქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

საქართველოს მთავრობა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს აცნობს.

ფოთიდან ზუგდიდში გადაჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

ფოთის ცენტრალური კლინიკიდან ზუგდიდში გადაჰყავთ 18 წლის გოგო, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

თსუ-ს სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დასაქმდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

"სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“.