ნათია თურნავა: ხელს ვუწყობთ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მაღალი და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლები.


პრეზენტაციაში დეტალურად იყო წარმოდგენილი სააგენტოს საქმიანობის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში და სხვ.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტარტაპების პროგრამაზე, რომელსაც სააგენტო საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერით ახორციელებს. 2019 წელს მხარდაჭერილი იყო 124 სტარტაპი, რომელსაც გადაეცა 5,000 ლარი, 7 სტარტაპი, რომელთა გრანტის ოდენობაც 650,000 ლარს შეადგენდა და 40 სტარტაპი, რომელთა გრანტის ოდენობაც 100,000 ლარი იყო.


სააგენტოს დირექტორის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ინოვაციური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. მისი თქმით, სააგენტო განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს გამარჯვებული პროექტების კომერციალიზაციის საკითხს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოზიდულმა კერძო ინვესტიციებმა 5,000 - ლარიანი სტარტაპების პროექტის შემთხვევაში 1,5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 100,000 - ლარიანის შემთხვევაში - თითქმის 7 მლნ ლარი შეადგინა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპებმა დაფინანსება მოიძიონ და განვითარდნენ. მისასალმებელია, რომ ქართული სტარტაპების საკმაოდ დიდმა ნაწილმა შეძლო ქართველი ან უცხოელი დამფინანსებლის მოძიება, რათა მათი ტექნოლოგიური პროექტები კომერციულად მომგებიან პროდუქტებად გარდაიქმნას. ამჟამად განვითარების ახალ ეტაპზე ვართ და მალე საზოგადოებას სტარტაპების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს შევთავაზებთ“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.


ერთ-ერთ ასეთ სიახლედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა დაასახელა, რომელმაც სტარტი 2019 წელს აიღო და 2021 წლის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამას აფინანსებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის პროგრამა და მისი ბენეფიციარები არიან მეცნიერები, საჯარო და კერძო კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები. პროგრამის მიზანია, ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში კომერციულად მომგებიანი ტექნოლოგიების გამოვლენა და მათი განვითარებისთვის ბიზნესის დაინტერესება. პროგრამის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაცია, რომელიც მოიცავს კლინიკურ კვლევას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ბიზნესთან მოლაპარაკებას ლიცენზირებისთვის და სხვ.


პრეზენტაციაზე ასევე გამახვილდა ყურადღება სტარტაპ-აქსელერატორის ბიზნესპროგრამაზე, რომლის მიზანია ზრდაზე ორიენტირებული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპების მხარდაჭერა განათლების, მენტორშიპისა და დაფინანსების გზით. პროგრამას განახორციელებს სილიკონის ველიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ-აქსელერატორი. ავთანდილ კასრაძის განცხადებით, პროგრამამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს, როგორც რეგიონში ინოვაციებისა და მეწარმეობის ლიდერად პოზიციონირებას და დაეხმაროს ადგილობრივ სტარტაპებს, საკუთარი ინოვაციური პროექტები საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ.


„ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჩამოყალიბებით ჩვენ შევქმენით მყარი ბაზა, რომელსაც სამომავლოდ უნდა დაეფუძნოს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაცია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ დიდი პოტენციალი გვაქვს. ყოველი ახალი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, ახალ სტიმულს აძლევს ქართველ სტარტაპებს, საერთაშორისო მენტორების დახმარებით შეძლონ საკუთარი პროექტების კომერციალიზაცია და შემდგომი განვითარებისთვის დაფინანსების მოძიება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და რაც მთავარია, საქართველოში შექმნილი ინოვაციური პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.