ნათია თურნავა: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ელექტროგენერაციის ახალი, გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტების მშენებლობას

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თბოსადგური, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი, ე.წ. „ღია ციკლის“ თბოსადგურები",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ  ქვეყნისთვის ენერგეტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტია, განსაკუთრებით არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.


„ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას. 2019 წელს დავიწყეთ ეს რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, შევიმუშავეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას - სწორედ ასეთი ობიექტია ეს თბოსადგური, რომელიც დღეს გავხსენით და ექსპლუატაციაში შევა“, - განაცხადა მინისტრმა.


გარდაბანში დღეს მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 80 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა.


თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.


გიგი წერეთელი: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატებს უმასპინძლა.

თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

გლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში,  წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ოთხი ახალი სკვერი შეემატება ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს.

კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ენგურის ხიდი ჩაიკეტება

ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლები ენგურის ხიდის სავარაუდო ჩაკეტვაზე საუბრობენ.

პრემიერი: ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა კორონავირუსის დროული გამოვლენა, მოქალაქეების კი, პირადი ჰიგიენის დაცვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახრიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, კორონავირუსის დროული გამოვლენა, ხოლო მოქალაქეების ამოცანაა, პირადი ჰიგიენის დაცვა.

GM Pharma-ს ("ჯი-ემ-პი") ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ აუდიტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მიმდიანრეობს

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 4,290 კმ იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებშიქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

საქართველოს მთავრობა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს აცნობს.

ფოთიდან ზუგდიდში გადაჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

ფოთის ცენტრალური კლინიკიდან ზუგდიდში გადაჰყავთ 18 წლის გოგო, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.