კონგრესმენი მარკუინ მალინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს

კონგრესმენი მარკუეინ მალინი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კოპმანიების წინააღმდეგ. 

"მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ.


ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ.


ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა.


პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.


იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთების გაჟღერება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე.


იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," -ნათქვამია კონგრესმენის წერილში. 


პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ირანში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. 

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

"ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების" თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა.

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

"ტატუნაშვილი გმირია" - "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. 

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცეს 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.

ლაშა ხუციშვილი: მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წლამდე თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 78:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 78:6 დაამარცხა. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს.

პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოსკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდება 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" ეხმაურება. 

დიმიტრი ხუნდაძე: არჩილ ტატუნაშვილი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა.

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში „ნაცების“ მთავარი „აპოლიტიკური“ სერიალიც ჩაერთო

"სისხლიანი რეჟიმის ხერხემლის რეაბილიტაციაში ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალიც ჩაერთო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა.