გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, წერილში, რომლის ადრესატი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ოკლაჰომის მეორე საარჩევნო ოლქიდან არჩეული კონგრესმენი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ამერიკული კომპანიები იჩაგრებიან საქართველოში, რაც ჩრდილს აყენებს მთლიანად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ამის მაგალითად ტეხასური კომპანია „ფრონტერა“ მოჰყავს.

„ეს ყბადაღებული კომპანია უკვე 25 წელია, საქმიანობს საქართველოში და ორ წელიწადში ერთხელ გვახსენებს თავს საქართველოში ზღაპრული რაოდენობის ნავთობისა და გაზის აღმოჩენის შესახებ განცხადებით. კომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ ზუსტად ორი წლის წინ დაიწყო დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, რომელსაც კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობას ედავებიან.

აშშ-ში ლობისტთა საქმიანობის გამჭვირვალობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიან პლატფორმაზე, opensecrets.org-ზე ვკითხულობთ, რომ კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც ფული აქვთ მიღებული ფრონტერა რისორსისგან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ამერიკულ პოლიტიკაში ეს სრულიად ყოფითი და რუტინული ურთიერთობა ქართულ პოლიტიკაში დიდი რიხით შემოვიდა მას შემდეგ, რაც პატივცემულმა კონგრესმენმა ქართული ოპოზიციური პარტიების ნარატივით აგებული წერილი შეადგინა, ტვიტერზე ატვირთა და საქართველოს მთავარი პარტიული ტელევიზიაც მითაგა“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ცხადია, წერილი მყისიერად აიტაცა პოლიტიკურმა სპიკერატმა სრულიად ოდიოზური შეფასებებით და მორიგი აპოკალიპსური სურათი წარმოგვიდგინა.

„როგორც რომან გოცირიძე იტყოდა, „ფრონტერას“ მაღალი აფერა დანომრილი ლობისტებიდან ქართველ პოლიტიკოსებზეც გავრცელდა. კომპანიისა და ოპოზიციის ინტერესები დაემთხვა მთავარ საარჩევნო სტრატეგიაში, მაქსიმალურად დესტრუქციულად წარმოაჩინონ მთავრობის საქმიანობა, დაადანაშაულონ პროდასავლური კურსის გადახვევაში და როგორც არგუმენტი მოიხმონ ნებისმიერი სახის უცხოური წყარო“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.


ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პრემიერი გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი მოგონილია

"იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

 

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს -ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი კიბერგამძლეობის ზრდაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის გამო. 

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ
პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერი: საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა

"წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე: ჩიკატილო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა

„ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფიიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?“, - ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.

2 ლარად მოგებული 14 280 ლარი!

ამჯერადაც, მოგებული ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

მდინარაძე ოპოზიციაზე: პირობას ვაძლევთ რევოლუციურ სცენარს ვერ განავითარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება თუ ვერ შედგა 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

პრემიერი კიბერშეტევაზე: ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის წევრს, საქართველოს შეეფერება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი, ეს არის გლობალური გამოწვევა. 

 
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.  

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება.

პრემიერი: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

"ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა.

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ვახტანგ გომელაური: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ასეთი კიბერშეტევა არ მოხდეს 

"ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა.