საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს 

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ იკავებს.


მისი განმარტებით, ის მონაწილეა იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. 


„განსაკუთრებით ჩემს ასაკში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნებოდა,  ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი იმ გუნდიდან, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული, ცივილური განვითარება შეუქცევად რელსებზე გადაიყვანა. თუმცა, ამ ეტაპზე, უარს ვამბობ პარლამენტარის მანდატზე და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საპარლამენტო გუნდს.
ჩემთვის, როგორც 25 წლის ახალგაზრდისთვის, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარტიაში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ ვიკავებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი დავიწყეთ. თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ერთად მივიღეთ დედაქალაქის გენერალური გეგმა. ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გადაჭრას. გასული წლის ბოლოს, პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოში უმსხვილესი კვირეული განვახორციელეთ. ჩემი საქმიანობა თანატოლების ინტერესების დაცვას ემსახურება. თანატოლების, რომლებთაგანაც ათობით ათასი ჩვენი ახალგაზრდულის წევრია "- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. 


თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წელი  საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია.


იგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალებით, საქართველო   დიდ ევროპულ ოჯახში კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს.


გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: "ქართული ოცნება" 110/40-ზე გვთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე. 

ტრამპი კორონავირუსზე: დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად

"დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად, აუცილებელი არ არის ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

მეტროში ქალი გარდაიცვალა

თბილისში მეტროსადგურ "ისანში" შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი კორონავირუსზე: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატებს უმასპინძლა.

თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

გლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში,  წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ოთხი ახალი სკვერი შეემატება ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს.

კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ენგურის ხიდი ჩაიკეტება

ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლები ენგურის ხიდის სავარაუდო ჩაკეტვაზე საუბრობენ.

პრემიერი: ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა კორონავირუსის დროული გამოვლენა, მოქალაქეების კი, პირადი ჰიგიენის დაცვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახრიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, კორონავირუსის დროული გამოვლენა, ხოლო მოქალაქეების ამოცანაა, პირადი ჰიგიენის დაცვა.

GM Pharma-ს ("ჯი-ემ-პი") ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ აუდიტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.