გიორგი გახარიამ და სლოვენიის პრემიერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას მარიან შარეცს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.


მთავრობის მეთაურმა სლოვენიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


"მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც 2020 წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება. საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაისახოს. მხარეების შეფასებით, 10 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 


მხარეების შეფასებით, არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა საშუალებას, მეტად განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას.


GM Pharma-ს ("ჯი-ემ-პი") ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ აუდიტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მიმდიანრეობს

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 4,290 კმ იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებშიქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

საქართველოს მთავრობა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს აცნობს.

ფოთიდან ზუგდიდში გადაჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

ფოთის ცენტრალური კლინიკიდან ზუგდიდში გადაჰყავთ 18 წლის გოგო, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

თსუ-ს სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დასაქმდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

"სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.