საქართველოს საელჩო ჩინეთში "კორონავირუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჩინურ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.


"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ "კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, ვინაიდან  უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას. გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც "უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან",- ნათქვამია განცხადებაში. 


ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635


ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ე.წ. ახალი ჩინური ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400-ს აღემატება


საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას ნიდერლანდების პრესა ეხმაურება

გასულ წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც.

22 თებერვალს ალბომის პრეზენტაცია "რეჩიტატივი ქალაქში" - კახა ბაკურაძის სოციალური პოეზიის პერფორმანსები გაიმართება

მოძრაობის თეატრის დამფუძნებლის კახა ბაკურაძის სოციალური პოეზიის პერფორმანსები დღევანდელ პრობლემებზე და გამოწვევებზე ერთ ალბომად გამოიცემა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საფრანგეთის პრესა გამოეხმაურა

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას ფრანგული პრესაც გამოეხმაურა.

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“  შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.

ვეფხვია გულედანი: პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს 

ა/ო საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ექსპრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხამაურება და ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. 

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი გადამალა

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავა.

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV  საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით - „საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება.

ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.34 თეთრი შეადგინა.

საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა

საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პრემიერი გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი მოგონილია

"იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

 

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს -ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი კიბერგამძლეობის ზრდაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის გამო. 

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ
პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერი: საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა

"წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე: ჩიკატილო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა

„ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფიიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?“, - ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.