აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე აბულაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან - სახელმწიდო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში, ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე, ალექსანდრე სოკოლოვსკი.


სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის,  სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.  


ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის ურთულესი საცხოვრებელი პირობების და მათ გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ, განათლების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.“
შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სფეროებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის მთავრობის (მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC)) მხარდაჭერა ზემოხსენებული მიმართულებებით და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.


აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა და სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. აშშ-ის მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რეფორმების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ღია და გულახდილი კომუნიკაციისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და აშშ-ის სტრეატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავების აუცილებლობა.  ​


მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

20 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება

20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-ს აღწევს

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2218-ს აღწევს.

ვანო მერაბიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს.

იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.