ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინაც კი, როცა არსებობს გარე დახმარება, თუ შიგნით ხალხის დიდი ნაწილი არ არის შენს მხარეზე, ვერაფერს მიაღწევ.


რატომ ახარებთ ქართველი ლიბერალების მცირე ჯგუფს ამერიკელი კონგრესმენების წერილები და რატომ ჰგონიათ რომ ეს წერილები შეცვლის ხელისუფლებას - ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ეს არის ქართველი ლიბერალებისთვის დამახასიათებელი კოლონიური სინდრომის გამოხატულება და ღრმა პროვინციალიზმის მანიშნებელი.


„სწორედ ეს ხალხი, რომელიც იჩემებს, რომ არის პროდასავლური, გამოირჩევა კოლონიური დამოკიდებულებით ამერიკისადმი", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.


მისი თქმით, სწორედ ამის გამო არ აკრიტიკებენ ისინი ამერიკის პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ეს ტაბუირებულია, თუმცა, ძალიან უნდათ და შიგნით, ერთმანეთში ამას ლაპარაკობენ და წერენ.


„კოლონიურ აზროვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ განსხვავებით დასავლური და ევროპული კულტურისაგან, რომელიც გულისხმობს პირად პასუხისმგებლობას, ისინი მოელიან, ამით ისინი ძალიან გვანან 20-იანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას. ის, რაც აშშ-ში ხდება, არის ამერიკელი ხალხის სუვერენიტეტის გამოხატულება. აქედან გამომდინარე, ქართველ ლიბერალს პირველი და მთავარი რაც არ ესმის, სუვერენიტეტის მცნება და დასავლურობის მნიშვნელობაა. თუ არ არის პირადი პასუხისმგებლობა და თუ შენ არ აკეთებ არჩევანს, შენ არ გარდაქმნი, გარედან მოხმობილი დახმარება საბჭოთა მენტალობის გაგრძლებაა, რასაც ისინი აკრიტიკებენ და თავს ესხმიან. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველი ლიბერალის ცნობიერებაში, მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ, კრემლი და თეთრი სახლი ერთია. ჰგონიათ, რომ ამას გადაგიწყვეტს ვაშინგტონი, ანუ, უნდათ ვაშინგტონისგან ის, რაც მათ მამებს და პაპებს ჰქონდათ კრემლისგან", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.


ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ქართველ ლიბერალებზე ვარდების რევოლუციის პრეცედენტი ცუდად მოქმედებს.


„მათ ჰგონიათ, რომ ვარდების რევოლუცია ამერიკამ გააკეთა. ვაშინგტონი გააკეთებს - როდესაც არის ეს ლოგიკა, აუცილებლობით ვარდებიან საბჭოთა ნარატივში და აპოკალიპტური მოლოდინით მოელიან იმას, რასაც მათი წინაპრები მოელოდნენ რუსეთისაგან, რომ რუსეთი შემოვა და დაალაგებს. ნატოს და ევროკავშირის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის რელიგიური, ესკატოლოგიური მოლოდინის გადმოტანა პოლიტიკაში. მათი წინაპრებისთვის რაც იყო კომუნიზმი. მათ არ სჯერათ, რომ საქართველო სუვერენულია და ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები", - ამბობს ფილოსოფოსი.


რაც შეეხება კონგრესმენების კრიტიკას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებთ, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ არასოდეს პროპორციული სისტემა აშშ-ში არ ყოფილა.


„თუ მე ევროპელი ვარ მე უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილება და თუ ხალხის უდუდესი ნაწილი ამას ეთანხმება, ეს არის ევროპა. ანუ, ევროპა არის ის, რომ ჩემი თავი ჩემადვე უნდა მეყუდვნოდეს, ანუ, მე თვითონ უნდა განვსაზღვრო", - მიიჩნევს ფილოსოფოსი.


გადაცემის წამყვანის შალვა რამიშვილის თქმით, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც ორივე დემოკრატიულია, აშშ-ში დემოკრატიული არჩევნები ტარდება და მითუმეტეს უცნაურია, როდესაც გეუბნებიან, რომ აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს, რაზეც ზაზა შათირიშვილი პასუხობს:


„ზუსტად იმიტომ, რომ ხალხი ინტუიტიურად ამას ხედავს, არანაირი მგრძნობელობა არ აქვს ამ საკითხისადმი. რატომ ვერ მოყავთ ხალხი? მარტო ის არ არის, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, თუმცა, ეგეც არის. 2003 წელს იყო მგრძნობელობის და მოლოდინის მომენტი. ამ ხალხმა 25 წელი იცხოვრა შევარდნაძეში და მოხდა მისი მორალური ცვეთა, რეჟიმი გაცვდა და უნდოდა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იქნებოდა ევროპელი, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ევროპელი კი არ არის, წინა წლების ბოლშევიკების სისხლი სისხლთაგანია",-აცხადებს შათირიშვილი.


მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცუდი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი პოლიტიკური პარტია იყო, ჩვენს თვალწინ გარდაიქმნა ტოტალიტარულ სექტად, სექტას კი კრავს რწმენა და უსასრულო მოლოდინი.


შალვა რამიშვილის თქმით, ბოკერიასთან შედარებით, სააკაშვილი ფრთხილად უყურებს კონგრესმენების წერილს, იმიტომ, რომ რომ ბოკერიას კონგრესმენები არიან. მისივე თქმით, სააკაშვილს უცხოელების ფლანგი ძალიან აინტერესებს, მაგრამ ისიც უნდა, რომ აქ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, რაზეც შათირიშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილს ამ კონგრესმენების დიდი იმედი არ აქვს.



საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა. 

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.

ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "თბილისის დამცველთა დღე" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო.

ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა დროებით შეჩერდება 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საგზაო პროექტზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“  ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკ მოკრივეთა შორის ქუთაისმა უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი

საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდრეას კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ.

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი თავისუფალა. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

მეუფე გრიგოლი: პატრიარქი საქართველოს მწყემსია და მის მიმართ ბრძოლა გაძლიერებულია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უკვე ათეული წელია, როგორც "საქართველოს მწყემსს", ებრძვიან.

პრეზიდენტი: ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

მეუფე ნიკოლოზი: 42 წელი კი არა, ბევრად მეტია, რაც პატრიარქს ებრძვიან - ფიზიკური თავდასხმები იყო მასზე

„42 წელი კი არა, ბევრად მეტია, რაც პატრიარქს ებრძვიან. სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

არჩილ თალაკვაძე: მაგიდის აყირავება ოპოზიციის პოპულისტური ტერმინია, რეალურად მაგიდა თავის ადგილას დგას

„მაგიდის აყირავება პოპულისტური ტერმინია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს. სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას. საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს და ევროკავშირის საელჩო დიალოგს მხარს უჭერს, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი ჯერჯერობით დესტრუქციულ პოზიციაზეა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების საკითხზე განუცხადა.

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. 

 "გამოვყოთ თბილისში ადგილი, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის" - პრეზიდენტის ინიციატივა 

პარლამენტის შიდა ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძრვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა.