სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

გამოკვლეული მტკიცებულების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი და მოქმედი  6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ბათუმის ყოფილი მერი გ.ე., აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ.,  ბათუმის ვიცე-მერი თ.პ., ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ., ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ. და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ. დამნაშავედ ცნო,  ხოლო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  ა.ვ. გამართლდა.


სასამართლომ  დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.N78ა-ში საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე,  ღირებულებით 4 279 990 ლარი.


გ.ე.-ს  ბრძანებით შექმნილი ბათუმის  მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრების: ბ.ხ.-ს, თ.პ.-ს, ბ.მ.-ს, ე.ლ.-ს და ვ.ხ.-ს გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, 2015 წ. 24 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადდა უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომელმაც სატენდერო კომისიას წარუდგინა  ტენდერის  შეუსაბამო და გაყალბებული დოკუმენტაცია. ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო ხსენებული ხელშეკრულება, ე.ლ.-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხოლო ქ.ბათუმის მერის-გ.ე.-ს მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის მიზნით, 2015 წ. 15 დეკემბერს, უსფ „კონვენტ ჯორჯიასა“ და ქ. ბათუმის მერიას შორის, გაფორმდა 4 279 990 ლარის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.


ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე.ლ.-ს  მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, გ.ე.-ს გადაწყვეტილებით და ა.ვ.- ს ვიზირებით,  ქ. ბათუმის მერიამ,  „კონვენტ ჯორჯიას“ ჩაურიცხა  1 591 685 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან,  „კონვენტ ჯორჯიამ“ მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაო შეასრულა, ხოლო  როდესაც დადგა  ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების ამოქმედების საკითხი, გაირკვა, რომ გარანტორი  „POINT BANK LTD“ არ წარმოადგენდა  საბანკო დაწესებულებას და აქტიურ კომპანიას და ვერ უზრუნველყოფდა საგარანტიო თანხების ანაზღაურებას. შესაბამისად, სატენდერო კომისიის წევრების: ბ.ხ.-ს, თ.პ.-ს, ბ.მ.-ს, ე.ლ.-ს  და ვ.ხ.-ს მიერ, სამსახურებრივი გულგრილობის,   ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე.ლ.-ს  მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ქ. ბათუმის მერის გ.ე.-ს მიერ  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგული იქნა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, რის შედეგად ქ. ბათუმის მერიას მიადგა  1 370 076 ლარის ზიანი.


სასამართლოს განაჩენით, გ.ე. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


ე.ლ.-ს ბრალდება საქართველოს  სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ 182-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად და სახედ  1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ხოლო 332-ე მუხლის პირველი ნაწილით  წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 25000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ მას  დანაშაულთა  ერთობლიობით  1 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.   


თ.პ.-ს, ვ.ხ.-ს, ბ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ქმედებები, საქართველოს ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის პირველი  ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე  და ოთხივე  მსჯავრდებულს  საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად  ჯარიმა 20 000  -20 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.


ამავე განაჩენით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ.  გამართლდა საქართველოს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.


ბრალდების მხარე, დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, იმსჯელებს კვალიფიკაციის შეცვლისა და ა.ვ.-ს  გამართლების ნაწილში  განაჩენის გასაჩივრების თაობაზე.


 


"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილი იძულებული გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

"საქართველოს და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს - ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე კულტურული ურთიერთობები", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

"ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარია: მზად ვარ ყველა კითხვას მშვიდად ვუპასუხო, მაგრამ მათ მოსმენის სურვილი არ აქვთ

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მის წინააღმდეგ მიმიდინარე აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" მხრიდან მართულ ძალას უწოდებს.

 

დავით ჩიხელიძე: საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს

“საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს. რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.” – ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

კაფესთან, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

ახალგაზრდების ჯგუფი "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს. 

ვლადიმერ დვორნიკი: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

"ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ზუგდიდში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

ანრი ოხანაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, მის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია.

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - საკრებულოს წევრების განცხადება

თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა.

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ქმნიან ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს

საინვესტიციო ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, ეკონომიკაში განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს

ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ განხილვებისთვის საზოგადოებას რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების პროექტს წარუდგენს.

ავსტრალიაში თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ორი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში-,,ქუთაისის აეროპორტი” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა".