დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილებს.

ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორების ნებისმიერი განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც მეგობრების რჩევა და გამოხმაურება.

მინისტრის თქმით, პარტნიორების, მათ შორის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველო აღიქმება როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული კონგრესმენის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საუბრობენ სწორედ იმ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების გამო, რა სტანდარტებიც ჩვენმა ქვეყანამ დააფუძნა და რისი ფლაგმანიც ჩვენ ვართ მთლიანად რეგიონში. ამიტომ, მოლოდინებიც არის შესაბამისად მაღალი და კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას იწვევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და სწორედ ამ თვალსაზრისით და ამ კუთხით ვხედავ იმ მიმართვებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და უშუალოდ ინფორმაციის მიტანა სიტუაციას რადიკალურად შეცვლის”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წერილებში იყო გარკვეული ფაქტობრივი უზუსტობებიც, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ სუბიექტურ ინფორმაციასთან.

“ჩვენ ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად გავაგრძელებთ აშშ-სთან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე თანამშრომლობას, რათა მათ მუდმივად ჰქონდეთ ყოვლისმომცველი და ზუსტი ინფორმაცია ყველა პროცესზე, მათ შორის ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე, რადგან მოსაზრება, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნაა, რა თქმა უნდა სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ მნიშვნელოვან უზუსტობაზე კონგრესმენის განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო თითქოს კონსოლიდირებულ საბიუჯეტო აქტში საქართველოსთან მიმართებაში არის ნეგატიური პასაჟები. “ჩვენ შეგვიძლია თვალნათლივ დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის, რადგანაც 2017, 2018 და 2019 წლების კონსოლიდირებულ აქტებში, არის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, ასეთი მაღალი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ვაშინგტონში მაღალი დონის ვიზიტები, რაც იქნება კარგი საშუალება, უშუალოდ ამერიკელ პარტნიორებს და კონგრესმენებს გაეცნოთ პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.


ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვებია

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.

პირველი 36-კაციანი ჯგუფი „კამარაში“ უკვე დაკომპლექტდა

თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:

სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. 

თემაზე "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში" შეხვედრა გაიმართა

„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“.

სამტერედიასთან ტრაილერი მინივენს შეეჯახა - დაღუპულია 5 ადამიანი (ვიდეო)

სამტრედიის შემოსასვლთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ ხოსნი საჰიდ მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვალეს საბაჟოზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ახალციხეში, ვალეს საბაჟოზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. 

პანკისში გვარებს შორის დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყო.

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები,  რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ დასაქმებას  სთავაზობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

WHO: ამ ეტაპზე კორონავირუსის გლობალური გავრცელების საფრთხე არ არსებობს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც კორონავირუსული ინფექცია პირველად გამოვლინდა, უფრო მეტი კონტროლია საჭირო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ -ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება",- განაცხადა  ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.