POSTV: რა განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზონდერ ბრიგადის გამოყენებით დარბეულ საკრებულოს სხდომასა და გასულ კვირას საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას შორის 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზონდერ ბრიგადის გამოყენებით დარბეული საკრებულოს სხდომა, ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის და ამ ორ ფაქტს შორის სხვაობა - POSTV-ის გადაცემა „მედიარენტგენის“ ობიექტივში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოში გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი მოხვდა.

გადაცემის დასაწყისში ავტორი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაუშვებელი სისასტიკის ფაქტებს იხსენებს, ამასთანავე, ხაზს უსვამს, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება, საკრებულოში მომხდარი ინციდენტი კი - აღმაშფოთებელი, რასაც არ უნდა მოჰყოლოდა მსგავსი ქმედება.


„ვთანხმდებით, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი დაგმობს მსგავს ქმედებას. თუმცა აქ საგულისხმო ერთი ფაქტია - ვინ გამოეხმაურა ამ ფაქტს, რა ფორმით და რა კომენტარებით. შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ გვახსოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ერთი არც ისეთი უწყინარი ეპიზოდი. 2005 წლის 1-ელ დეკემბერს, საკრებულოში სალარო აპარატებთან დაკავშირებულ თემას განიხილავდნენ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება იმ დღეს ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, სწორედ ამ დროს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ზონდერები შევიდნენ, რომლებსაც ყოფილი სპორტსმენი გია უდესიანი ხელმძღვანელობდა. როგორც ოპოზიციის წევრები იხსენებდნენ, სწორედ უდესიანის მითითებებით მოქმედებდნენ ზონდერები“, - ამბობს ლიზა გეგეჭკორი.


გადაცემის ავტორი იხსენებს კახა კუკავას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2005 წლის 1-ელ დეკემბერს, საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ზონდერების ნაწილი თანამდებობრივად დაწინაურდა. მისივე თქმით, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი ტერორისტული აქტი იყო, რის შემდეგაც უკვე ხდება სანდრო გირგვლიანის უსასტიკესი ლიკვიდაცია და 7 ნოემბრის აქციის ტირანული დარბევა.


„ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკური ძალისა თუ ცალკეული მოხელის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა პირადად ჩემთვის მიუღებელი და დაუშვებელია. POSTV-ის მთელი გუნდი კატეგორიულად ვგმობთ მსგავს ქმედებებს, თუმცა. ალბათ. სწორედ ამიტომ ვგმობთ, პირველ რიგში,. „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. ძალას, რომელმაც სწორედ ასეთ დაპირისპირებებში, ტირანიასა და ძალადობაში ამყოფა ერი ბევრი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ვგმობთ მათ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას რაიმე სახის ძალადობაში სდებს ბრალს“, - ამბობს გადაცემის ავტორი.


მისივე თქმით, იმ დროს, საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი აზრის გასატანად ზონდერ დაჯგუფებები შეიყვანა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრებს. ახლა კი, განსხვავებული აზრის გამო, თავად კოლეგები, საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


„ვთანხმდებით, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა დაუშვებელია, თუმცა იმაზეც შევთანხმდეთ, რომ კოლეგების დაპირისპირება და ზონდერ ბრიგადების საკრებულოს შენობაში შეყვანა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. არ მინდა ძალადობრივად, ზონდერ დაჯგუფებებითა და ცემა-ტყეპით გატანილი აზრი თუ იდეა, რაც ქრონიკულად ხდებოდა ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში. არ მინდა ინტრიგის ჩაგდება იქ, სადაც შეიძლება აზრი კომპეტენტურად და მშვიდად გამოხატო. ყველანი განვსხვავდებით, შესაბამისად, ყოველი ჩვენგანის მინდაც განსხვავებულია, 9 წლის მანძილზე მინდას დოგმატურად გვიდებდნენ თავში ძალადობით, დარბევებით, აგრესიით, ტერორით, ბიზნესის რეკეტით, ციხეებში სისასტიკის დანერგვით, არასასურველი პიროვნებებისა და თუ პოლიტიკოსების ლიკვიდაციითა და ცემა-ტყეპით. იქნებ ამ ყველაფერზე ახლა დავფიქრდეთ“, - ამბობს ლიზა გეგეჭკორი.



ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.