ნათია თურნავა: 2019 წელს საქართველოს 7 რეგიონის 11,000 - მდე აბონენტს  ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა

2019 – 2021 წლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამწლიან სტრატეგიულ პროგრამას ახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროგრამის მიმდინარეობა იყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც ეკონომიკის მინისტრთან,  ნათია თურნავასთან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.


პრეზენტაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილიც ესწრებოდა,  კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ შალამბერიძემ წარადგინა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია,“ რომელმაც 2019 წელი ფინანსური მოგებით დაასრულა, უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. კომპანია ოპერირებას უწევს 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს.


"ჩვენი კომპანიის გამართულ მუშაობაზე ბევრად არის  დამოკიდებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება. ამდენად, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს დიდ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში არსებული გაზსადენებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვა და კოროზირებული მონაკვეთების შეკეთება/გამოცვლა, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ახორციელებს გაზიფიცირების მასშტაბურ სამთავრობო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, საქართველოს დაახლოებით 90 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული“ - განაცხადა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ.


პრეზენტაციის თანახმად, გაზიფიცირების 2019-2021 წლის სამთავრობო გეგმის  განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ ლარი დაიხარჯება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამაა, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.


„2019 წელს გაზიფიცირება დაგეგმილზე სწრაფად წარიმართა და იმაზე მეტმა ადამიანმა შეძლო გაზის საერთო ქსელში ჩართვა, ვიდრე მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, შარშან 2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 7 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 41 დასახლებულ პუნქტში. ჯამში აშენდა 702 485,3 გრძივი მეტრი გაზსადენი და 10 820 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში“- განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაზიფიცირების ახალი უბნების სამშენებლო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება, ხოლო  სამშენებლო სამუშაოების დროს უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.      


ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს, რომლებიც 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. 


მომზადებულია დამატებით 145 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი და დასრულდა 407 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა.


"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილი იძულებული გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

"საქართველოს და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს - ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე კულტურული ურთიერთობები", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

"ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარია: მზად ვარ ყველა კითხვას მშვიდად ვუპასუხო, მაგრამ მათ მოსმენის სურვილი არ აქვთ

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მის წინააღმდეგ მიმიდინარე აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" მხრიდან მართულ ძალას უწოდებს.

 

დავით ჩიხელიძე: საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს

“საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს. რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.” – ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

კაფესთან, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

ახალგაზრდების ჯგუფი "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს. 

ვლადიმერ დვორნიკი: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

"ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ზუგდიდში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

ანრი ოხანაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, მის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია.

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - საკრებულოს წევრების განცხადება

თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა.

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ქმნიან ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს

საინვესტიციო ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, ეკონომიკაში განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნის შესახებ დებულების პროექტს აქვეყნებს

ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ განხილვებისთვის საზოგადოებას რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების პროექტს წარუდგენს.

ავსტრალიაში თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ორი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში-,,ქუთაისის აეროპორტი” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა".