"სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ფონდის დირექტორის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.


„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და  კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, - აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.


მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.


„აღსანიშნავია, რომ არამც და არამც არ მცირდება სოციალური მუშაკების რაოდენობა, პირიქით, პოზიციები ემატება და ასევე ემატება სხვადასხვა ფუნქციები მათ გასაძლიერებლად. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბავშვზე ზრუნვის მიმართულება“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.


ამ დრომდე კი - აღნიშნული სამსახურის ადმინისტრირების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა.  შესაბამისად იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა კონკურსის  გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ.


 „სოციალურ მუშაკებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. საბოლოოდ მათზე და საკონკურსო კომისიაზე იქნება დამოკიდებული დასაქმდებიან თუ არა ისინი  გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე.


სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის 1 მარტიდან, შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა მე მათ დავჭირდები რაიმე საკითხთან მიმართებაში“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა.


მისი განცხადებით,  სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ  თვიანი კომპენსაციაც გადასცა.


მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისია ყველა თანამშრომელს გაესაუბრა.


გიორგი წოწკოლაურმა ისიც აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასებიც მოემატათ, სოციალური მუშაკის ხელფასი შეადგენს  1200, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის -  1400 ლარს.


დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.

პირველი 36-კაციანი ჯგუფი „კამარაში“ უკვე დაკომპლექტდა

თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:

სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. 

თემაზე "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში" შეხვედრა გაიმართა

„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“.

სამტერედიასთან ტრაილერი მინივენს შეეჯახა - დაღუპულია 5 ადამიანი (ვიდეო)

სამტრედიის შემოსასვლთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ ხოსნი საჰიდ მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვალეს საბაჟოზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ახალციხეში, ვალეს საბაჟოზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. 

პანკისში გვარებს შორის დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყო.

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები,  რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ დასაქმებას  სთავაზობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

WHO: ამ ეტაპზე კორონავირუსის გლობალური გავრცელების საფრთხე არ არსებობს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც კორონავირუსული ინფექცია პირველად გამოვლინდა, უფრო მეტი კონტროლია საჭირო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ -ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება",- განაცხადა  ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.