გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

"საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დამატებითი სამუშაო ადგილების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ის გამოწვევაა, რომელზეც საქართველოს მთავრობას შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს.


„ამ მიმართულებით, ჩვენი დიდი ხანია უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ღია და გამჭვირვალე პრინციპები, რომლის ძირითად არსი გახლავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ კერძო ბიზნესი.


სახელმწიფო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყანაში დამატებით ინვესტიციებს, როგორც შიდა, ასევე უცხოურ ინვესტიციებს. ასევე, სახელმწიფო უჭერს მხარს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას, იმ ბიზნესის, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და რაც მთავარია, უნდა გახდეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ასეთი, უკვე ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი ბიზნესი გახლავთ ის კომპონენტი, ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური განვითარების, რომელზეც შემდგომ სახელმწიფოს შეეძლება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად სოციალური პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომლისკენაც ჩვენ, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მივდივართ. რა თქმა უნდა, აქ არის დამატებითი კომპონენტი და პირდაპირი სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა, რომელზეც კარგად არის ცნობილი და თითოეულ თქვენგანს მოეხსენება, რომ სახელმწიფო, ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ლარის ინვესტიციას საკმაოდ ეფექტურად ახდენს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს არის ის დისბალანსი, რომელიც დღეს შრომის ბაზარზე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რასაც დღეს სახელმწიფო განათლების სისტემაში რეფორმირებისთვის აკეთებს, ძირითადად მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე დისბალანსის აღმოფხვრას.


„ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს საშუალო და პროფესიული განათლების სფეროებში, მიზნად ისახავს დისბალანსის აღმოფხვრას შრომის ბაზარზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საკმაოდ იაფი შრომითი ძალა გვაქვს, თუმცა ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში, რომლის მოთხოვნაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის პრიორიტეტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - სისტემურ რეფორმაზე განათლების სფეროში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთი წლის წინ განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით დაიწყო.


„დღეს ეს რეფორმა სრულად არის გაშლილი საშუალო განათლების დონეზე და ასევე, პროფესიული განათლების თვალსაზრისით უკვე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ჩვენს პარტნიორებსაც და ჩვენ მოქალაქეებსაც და უნდა ავუხსნათ, რომ ეს ის რეფორმაა, რომელიც ერთ, ორ, სამ წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს. ამას ჭირდება სისტემური მუშაობა, სტრუქტურირებული და ძალიან მაღალი კონცენტრაციის მქონე მუშაობა წლების განმავლობაში და ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შეძლო და საქართველოს ეკონომიკას გააჩნია საკმაოდ კარგი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა და მსხვილ ეკონომიკებთან ურთიერთობის.


„აქ ვგულისხმობ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს, რომელიც დღეს ჩვენს პორტფელში არსებობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შემდგომ ჩინეთთან, ყველა ჩვენს მეზობელთან. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან, ისრაელთან და ასე შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას უჭირს ამ კონკრეტული მიღწევების სამართლებრივი ჩარჩოს რეალურ შედეგებში კონვერტირება რიგითი ქართველი მოქალაქეების და თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს ნათლად ჩანს, პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ აქ არ გვაქვს სერიოზული გარღვევები, განსაკუთრებით ბიზნესის, კერძო ინიციატივის, ეკონომიკისა და საშუალო ბიზნესის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ არის ისეთი პრობლემები, აბსოლუტურად ობიექტური, როგორიც არის სტანდარტიზაციის დონე, შესაბამისობა, კომპეტენციის დონე, ხარისხის კონტროლი“, -აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რაც დაკავშირებულია საგზაო კავშირგაბმულობასთან.


„ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები, როგორც ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, ინსტიტუციური დაახლოების თვალსაზრისით ევროკავშირთან. ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით, ინსტიტუციური მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ რთულია ოპერირება ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მთლიანი სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირთან ურთიერთობის, მაგრამ არ გააჩნია სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან. ეს არის დამატებითი გამოწვევა, რომლის გადალახვის ძირითადი ამოცანა და გზა დღეს გახლავთ ის რაშიც ჩვენ ალბათ, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დახმარება გვჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ეს გახლავთ საგზაო კავშირგაბმულობის გაძლიერება, თუნდაც შავი ზღვის საშუალებით ევროკავშირის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
 
 
 
 


გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.

პირველი 36-კაციანი ჯგუფი „კამარაში“ უკვე დაკომპლექტდა

თამაშების შვედური კომპანიის, „ბეთსონ ჯგუფის“ შვილობილის, „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის - responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:

სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. 

თემაზე "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში" შეხვედრა გაიმართა

„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“.

სამტერედიასთან ტრაილერი მინივენს შეეჯახა - დაღუპულია 5 ადამიანი (ვიდეო)

სამტრედიის შემოსასვლთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ ხოსნი საჰიდ მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვალეს საბაჟოზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ახალციხეში, ვალეს საბაჟოზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. 

პანკისში გვარებს შორის დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყო.

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები,  რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ დასაქმებას  სთავაზობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

WHO: ამ ეტაპზე კორონავირუსის გლობალური გავრცელების საფრთხე არ არსებობს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც კორონავირუსული ინფექცია პირველად გამოვლინდა, უფრო მეტი კონტროლია საჭირო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ -ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება",- განაცხადა  ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს.