ნათია მეზვრიშვილი: დონორთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია

"დონორთა დახმარება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დონორთა კონფერენციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ფორუმის შემდეგ, სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, საუბარი იყო ექვს ძირითად სამუშაო ჯგუფზე.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


"ორ წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ჩავატარეთ ფორუმი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ და დონორებისთვის საინტერესო კითხვებზე სცემდნენ პასუხს. ფორუმი თითქმის ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო. თითქმის ყველა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და განხილული იქნა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო სამოქმედო გეგმით არის გაწერილი და 2020 წლისთვის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. დღევანდელ ფორუმზეც, ისევე, როგორც ფორუმის შემდგომ თემატური შეხვედრების ფორმატში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ჩვენი მიზანი იყო, დონორების დახმარების მიმართულებით კოორდინაცია გაზრდილიყო მაქსიმალურად, იმისთვის, რომ ის საგარეო დახმარება, რომელსაც კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებში დონორი ორგანიზაციები დებენ, მიზნობრივად იყოს გამოყენებული და არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია თითოეულ სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის. დღევანდელ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ფორუმის შემდეგ გაიმართა და მას სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, საუბარი იქნება ექვს ძირითად სამუშაო ჯგუფზე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში გაიმართება და უკვე კონკრეტულად სამინისტროებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყნის საჭიროებებზე ისაუბრებენ და კონკრეტულად განისაზღვრება, რა მიმართულებით არის საჭირო დონორთა დახმარება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან წლების განმავლობაში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ. მხოლოდ 2018 წელს 7 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას დონორმა ორგანიზაციებმა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მისი თქმით, დღევანდელ ფორუმზე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან და მთავრობის პრიორიტეტებთან.


"გაჟღერდა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან და მთავრობის პრიორიტეტებთან, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებისას ისაუბრა. საუბარი იყო უსაფრთხოების პრიორიტეტულობაზე - როგორც საგარეო, ისე საშინაო უსაფრთხოებაზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც დონორებთან ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილებია. აქ იგულისხმება, როგორც ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ჩვენ დონორებს დახმარება ვთხოვეთ 2020 წელს. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს განათლების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა და არა ფრაგმენტული, განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ განათლებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოსა და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვებია

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.

სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. 

თემაზე "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში" შეხვედრა გაიმართა

„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“.

სამტერედიასთან ტრაილერი მინივენს შეეჯახა - დაღუპულია 5 ადამიანი (ვიდეო)

სამტრედიის შემოსასვლთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ ხოსნი საჰიდ მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვალეს საბაჟოზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ახალციხეში, ვალეს საბაჟოზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.