ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში, მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო, სადაც დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწოფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა და პოზიტიური შედეგები არსებობს. 

"ტყესა და ტყის რესურსს  საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შევიმუშავეთ ტყის ახალი კოდექსის კანონპროექტი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების შესაბამისად, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, განახლების და  ტყითსარგებლობის კუთხით. საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის, სასათბურე აირების ემისიების შემცირებაზე. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ხელშეწყობისთვის. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სოფლად ადგილობრივი თემების განვითარების და ექსტენციის სამსახურების გაძლიერების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მელიორაციის კუთხით. მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე. შემუშავდა მიწასთან დაკავშირებული  კანონმდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და  ვფიქრობ, დონორების მხარდაჭერით, შედეგები  კიდევ უფრო ხელშესახები  და მასშტაბური იქნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი   ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.

„შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს ექსპორტი, სამუშაო ადგილები, სავალუტო შემოდინებები“ – „ჯორჯიან მანგანეზის“ საგანგებო განცხადება შუქრუთში განვითარებულ მოვლენებზე

ის პრობლემატიკა, რომელიც დღეს სოფელ შუქრუთშია, აუცილებლად ჰპოვებს გამოძახილს არა მარტო ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც და ვარციხეჰესშიც, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევაზე მუშაობენ.

საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას ნიდერლანდების პრესა ეხმაურება

გასულ წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც.

22 თებერვალს ალბომის პრეზენტაცია "რეჩიტატივი ქალაქში" - კახა ბაკურაძის სოციალური პოეზიის პერფორმანსები გაიმართება

მოძრაობის თეატრის დამფუძნებლის კახა ბაკურაძის სოციალური პოეზიის პერფორმანსები დღევანდელ პრობლემებზე და გამოწვევებზე ერთ ალბომად გამოიცემა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საფრანგეთის პრესა გამოეხმაურა

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას ფრანგული პრესაც გამოეხმაურა.

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“  შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.

ვეფხვია გულედანი: პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს 

ა/ო საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ექსპრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხამაურება და ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც კანონს ერთხელ დაარღვევს, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. 

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი გადამალა

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავა.

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV  საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით - „საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება.

ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.34 თეთრი შეადგინა.

საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა

საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პრემიერი გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი მოგონილია

"იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

 

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს -ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის

TOYOTA C-HR - ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.