კელი დეგნანი: მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აკავშირებს

"ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას თითქმის 30 წელია აკავშირებს",-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ერთად ვმუშაობთ ეს წლები, ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გამრავალფეროვნების პროცესში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში და რა თქმა უნდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში რათა დაიცვას თავისი საზღვრები და მოქალაქეები",-აღნიშნა დეგნანმა.


შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავდა აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. დეგნანი ელჩად თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა წარადგინა.


კარიერა


სწავლის დასრულების შემდეგ იგი რამდენიმე წლის მანძილზე დასაქმებული იყო იურიდიულ სფეროში - ჯერ სან-ხოსეში (კალიფორნია) ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ კი პასადენაში (კალიფორნია) სამართლებრივ საქმეთა ასისტენტი „Jet Propulsion Laboratory“-ში. სანამ 1993 წელს საჯარო სექტორში გადაინაცვლებდა და მუშაობას სახელმწიფო დეპარტამენტში დაიწყებდა, კელი დეგნანმა 5 წელი წყნარი ოკეანის რეგიონში იმოგზაურა - მუშაობდა პალაუს რესპუბლიკის უზენაესს სასამართლოსა და მიკრონეზიის ფედერალური შტატების ჩუუკის შტატის (Chuuk State Legislature of the Federated States of Micronesia) საკანონმდებლო ორგანოში.


1993 წლიდან, აწ უკვე 27 წლიანი კარიერის მანძილზე იგი სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 1999-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწე; 2004-2005 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში; 2012-2014 წლებში მუშაობდა კოსოვოში, პრიშტინაში მდებარე აშშ-ის საელჩოში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე (Deputy Chief of Mission – DCM); აღნიშნული მისიის სტრუქტურა 6 სააგენტოთი და 100 თანამშრომლით იყო დაკომპლექტებული; კოსოვოში გადასვლამდე 2009-2012 წლებში იგი მუშაობდა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში არსებულ აშშ-ის მისიაში, პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე; 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო დეპარტამენტში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილის (Secretary of State's staff as Deputy Executive Secretary) პოსტს იკავებდა; 2015-2019 წლებში იტალიასა და სან-მარინოში აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა; ამ სახელმწიფოებში ყოფილი ელჩის ჯონ ფილიფსის კადენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის 18 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე, დროებით ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო ახალი ელჩის - ლუის ეისენბერგის დანიშვნის შემდეგ, ამავე საელჩოში დიპ.მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა, სადაც 2019 წლის ივლისამდე, კადენციის ამოწურვამდე იმუშავა.


საზღვარგარეთ იგი აგრეთვე მუშაობდა აღმოსავლეთ ავღანეთში, ხოსტში (Khost) დისლოცირებული ე.წ. Brigade Combat team “Salerno”-ს უფროს სამოქალაქო წარმომადგენლად (Senior Civilian Representative) და თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარე აშშ-ის საელჩოში პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. დამატებით კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით მუშაობდა ბოტსვანაში, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცრის პოსტზე და პაკისტანში მდებარე აშშ-ის საკონსულოში მენეჯმენტის/პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობაზე.


დამატებით აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში, მუშაობდა აშშ-ის ევროპული საზღვაო ძალების და აშშ-ის აფრიკული საზღვაო ძალების მეთაურის (Commander of United States Naval Forces Europe – United States Naval Forces Africa) პოლიტიკური მრჩევლის პოსტზე.


იგი ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ, ურდუს (პაკისტანი) ენებს. მიღებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის ათზე მეტი უმაღლესი ჯილდო. იტალიის მისიის დასრულების შემდეგ, ორი თვის შემდეგ, 2019 წლის 19 სექტემბერს ნომინირდა საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.


ტრამპი კორონავირუსზე: დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად

"დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად, აუცილებელი არ არის ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

მეტროში ქალი გარდაიცვალა

თბილისში მეტროსადგურ "ისანში" შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი კორონავირუსზე: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატებს უმასპინძლა.

თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

გლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში,  წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ოთხი ახალი სკვერი შეემატება ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს.

კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ენგურის ხიდი ჩაიკეტება

ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლები ენგურის ხიდის სავარაუდო ჩაკეტვაზე საუბრობენ.

პრემიერი: ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა კორონავირუსის დროული გამოვლენა, მოქალაქეების კი, პირადი ჰიგიენის დაცვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახრიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, კორონავირუსის დროული გამოვლენა, ხოლო მოქალაქეების ამოცანაა, პირადი ჰიგიენის დაცვა.

GM Pharma-ს ("ჯი-ემ-პი") ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ აუდიტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.