რეგიონი

თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობა და ახალი ფლიგელი გაიხსნა

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით ახალი ფლიგელის მშენებლობა დასრულდა.

თიანეთში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი კაკლის ხეები მოგლიჯა

თიანეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დულუზაურებში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები წააქცია.
მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის თქმით, ასევე დაზიანებულია სახლები, ელექტრო-ბოძები და ღობეები.

ახალციხეში ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნეს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სტრატეგიის შესაბამისად გრძელდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აქტიურად მიმდინარეობს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, სადაც  მობილიზებულია 40 ერთეული მაღალი გამავლობის  ტექნიკა.

ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ქვეითი დაშავდა

ავარია მოხდა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი დაშავდა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

სეს-მა ზესტაფონში ავტომაგისტრალზე მდებარე ობიექტები მეორედ შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

ბათუმის მასშტაბით 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.  

მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები აქციას გამართავენ

მეშახტეები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

 მეშახტეების აქცია ტყიბულში, მუნიციპალიტეტის შენობასთან გაიმართება.

ზუგდიდში ივლისის ბოლოს „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 31 ივლისს, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „თაფლის ფესტივალს“ გამართავს.

იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს

ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც  მიმდინარეობს

გურიის რეგიონში, შემოქმედში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა.

მინდელის სახელობის შახტთან დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მინდელის სახელობის შახტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.

მესტიაში ფესტივალი „სვანეთობა“ გაიმართება

მესტიის მერია 29 ივლისს ფესტივალ „სვანეთობას“ გამართავს, რისთვისაც 15 000 ლარი დაიხარჯება.

„საპარტნიორო ფონდისა“ და რუხის სავაჭრო ცენტრის მიერ ინიცირებული ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ საზეიმოდ დაიხურა

რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალის „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭაში სტიქიას ებრძვიან.

"საქართველოს მელიორაცია" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმს იწყებს.

 

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად  სარეაბილიტაციო სამუშაოები  უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლენტეხში, სოფელი ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ზესტაფონში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ზესტაფონში, რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. ამის შესახებ ,,პირველს" ადგილიდან აცნობეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მარნეულში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო. თვითმხილველთა განცხადებით, ბიჭი არხთან თამაშობდა. გაუჩინარების შემდეგ კი მისი ძებნა დაიწყეს და არხში დაღუპული იპოვეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.