რეგიონი

მესტიის მერის თქმით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ იკლო, თუმცა სახლების წაღების საფრთხე ისევ არსებობს

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ და შესაბამისად, საფრთხემ იკლო. 

სოფელ ჭუბერში სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

სოფელ ჭუბერში სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ჭუბერში მდინარე ისევ ადიდდა

სასაზღვრო პოლიციის რადიოპერატორის ინეზა ჩხეტიანის ინფორმაციით, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის მატება შეინიშნა.

რუსთავში, ბავშვთა სახლის აღმზრდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთავში, ბავშვთა სახლ „თბილი სახლის” აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად მძიმე ტექნიკა მუშაობს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნენსკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

გზების დეპარტამენტი ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვისა და გზების რეაბილიტაციის სპეციალისტები იმყოფებიან.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

მესტიის საკრებულოს წევრი: ჭუბერიდან ათეულობით ოჯახი გაიყვანეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონიდან ათეულობით ოჯახი გაიყვანეს. მესტიის საკრებულოს წევრის ზაზა ვიბლიანის ინფორმაციით, საუბარია ოჯახებზე, რომელთა სახლები დაიტბორა ან საფრთხე ემუქრება.

მესტიაში მომდევნო ორი დღე იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში დღეს და ხვალ იწვიმებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

მესტიის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი ორად არის გაყოფილი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბეში სტიქიას ებრძვიან.

მერის წარმომადგენელი: ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მთლიანად მოწყდა

ჭუბერში მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მთელი ჭუბერის ხეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციას ახერხებენ.

საგანგებო ვითარება სვანეთში - ადიდებულმა ,,ნენსკრამ" ხიდები წაიღო, დატბორილია ტერიტორიები

ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ხიდი წაიღო, დატბორილია ტერიტორიები.

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა განაახლა. 

დედოფლისწყაროში, ენამთის ტერიტორიაზე საძოვარი დაიწვა

ცეცხლი სოფელ სამრეკლოს მიმდებარედ გაჩნდა. ადგილზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.

მაია ცქიტიშვილი: პროექტების ბიუჯეტის დასაგეგმად რეგიონების წარმომადგენლებთან დიალოგი დავიწყეთ

კახეთში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს.

 

 

ოზურგეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთში ერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხების, სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.