რეგიონი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები სრულდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენითი სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – "ეკოლოგიკა" საზეიმოდ დაიხურება

3 ივლისს, 17:00 საათზე, საჩხერის "მედიჰაუსის" ეზოში, ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – "ეკოლოგიკა" საზეიმოდ დაიხურება.

ორ წელში აჭარაში 160-მდე გიდი გადამზადდა

აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადება დასრულდა. წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე 60-მდე მოქმედ და დამწყებ გიდს ჩაუტარა ტრენინგები.

"ჯორჯიან მანგანეზის" თანადგომით, ზესტაფონს აშშ-დან ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები" ეწვია

"ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები" ეწვია და კონცერტი გამართა.

ზუგდიდში პრესის ჯიხური არასრულწლოვანმა გაქურდა

წუხელ ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ პრესის ჯიხური გაქურდეს. ჯიხურის მეპატრონის მარინა კიკალიას ინფორმაციით, წაღებულია დიდი რაოდენობით სიგარეტი, ნაყინი, ენერგეტიკული სასმელები და სხვა წვრილმანი ნივთები.

გურჯაანის სოფელ ველისციხეს 4 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 4 ივლისის დილის 06:00 საათიდან 7 ივლისის საღამოს 18:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ველისციხეს გაზმომარაგება შეუწყდება.

მობილური ექსტენციის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერები კონსულტაციებს იღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებს სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს.

ქვეწარმავლისგან დაკბენილი ქალი კახეთიდან თბილისში გადაიყვანეს

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში მოხდა.

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

სოფელ ინგირში ხანძარი ლიკვიდირებულია

ზუგდიდი, სოფელ ინგირში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ეკალბარდებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში სამი სახანძრო ბრიგადა ცდილობს. 

მაია ცქიტიშვილი: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურა დროულად უნდა მოწესრიგდეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა.

წყნეთი - ბეთანიის გზა გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

ბაკურიანში წყალმომარაგების არსებულ ინფრასტრუქტურას ADB-ის მისია გაეცნო

ბაკურიანი ტურისტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობის  გამო, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ქსელის განვითარებას საჭიროებს. 

სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით, რომელიც სვანეთში მესტიაჭალა ჰესს აშენებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშნებელობა დაიწყო.

გურჯაანში ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის ტენდერში იტალიურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის ტენდერში ერთადერთმა პრეტენდენტმა იტალიურმა კომპანიამ „ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE S.P.A“-მ  მიიღო მონაწილეობა.   

გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმელი ბალახი დაიწვა

გორში, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებული.  

ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 30 ივნისს ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონს ოფიციალურად გახსნის. 

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000  მოსწავლე დაისვენებს.