რეგიონი

სემეკმა გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) , სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით, გორის მოსახლეობის განცხადებები შევიდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ.

შვილის მკვლელობასა და ცოლის დაჭრაში ბრალდებული კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

სოფელ ხაბუმეში შვილის მკვლელობასა და ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა სამხარაული პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინიციატივა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

საჩხერის სამედიცინო ცენტრი, "გენი ქართულის" მხარდაჭერით, 10 იანვარს, 14:00-17:00 საათზე, სასტუმრო "მედიჰაუსში" "ჯანსაღი ცხოვრების ელჩის“ დღეს მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის ღონისძიებას გამართავს.

მეუღლის მიერ ნაჯახით თავის არეში დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მეუღლის მიერ ნაჯახით თავის არეში დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო აქცია გამართეს და აღდგენა მოითხოვეს.

რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ახალშობილი ჩვილი იპოვეს.

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მკითხველს ბოდიშს უხდის

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მკითხველს ბოდიშს უხდის იმ ინფორმაციის გამო, რომელიც დილით მერიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დილით გამოქვეყნდა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩავიდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩავიდა. მაია ნიკოლაიშვილი შემთხვევის ადგილს ათვალიერებს.

ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ

ზუგდიდის მერიაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სამსახურებისა და განყოფილების უფროსებსა და მთავარ სპეციალისტებს შრომითი ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, ხელფასები გაეზარდათ.

სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე მერიის 18 თანამშრომელზე გაცემული პრემიების თემას ეხმაურება

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაცემული სახელფასო დანამატების თემას ეხმაურება.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის სახლში დამოუკიდებელ ექსპერტს ელოდებიან

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამოუკიდებელ ექსპერტს ელოდებიან. მაია ნიკოლეიშვილი შემთხვევის ადგილზე მუშაობას რამდენიმე საათში დაიწყებს.

სამეგრელოში 62 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

სამეგრელოში, სოფელ ინგირში, საკუთარ სახლში 62 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი სიკვდილი გახდა.

მარნეულის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" მარნეულში დაასრულა ახალი, 10 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. შედეგად მარნეულის ცენტრის დაახლოებით 4 ათასი აბონენტის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და ხარისხიანი გახდა.

ზვავში მოყოლილ ტურისტებს მესტიის საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს

მესტიაში, კურორტ თეთნულდის მიმდებარედ, ზვავში მოყოლილი ტურისტებიდან ორს მესტიის საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდება.

მექა ხანგოშვილის აზრით, ეს ბავშვები საქართველოს წინააღმდეგ შეგნებულად არ წავიდოდნენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი პანკისში, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.

სემეკი გორში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „საქორგგაზის“ გორის სერვისცენტრის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ კომისიაში უკვე დაწყებულია საკითხის მოკვლევა.

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. როგორც უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი აცხადებს, გამოძიებამ მტკიცებულებები დროულად უნდა წარადგინოს.