რეგიონი

იმერეთში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა გარკვეული პრობლემები შექმნა

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50-60 სანტიმეტრს მიაღწია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში. ინფექციური დაავადება ძაღლს გამოუვლინდა, რომელმაც ორი ადამიანი დაკბინა.

აჭარაში გზების წმენდა გრძელდება 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის საფარის თოვლისგან წმენდას განაგრძობს. დღეს გაწმენდით სამუშაოებს აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში 64 ერთეული ტექნიკა განახორციელებს.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ყვარლის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობას შეხვდა.

აბაშაში კაცს ხე დაეცა და ადგილზე დაიღუპა

აბაშაში, სოფელ ძველი აბაშის მკვიდრი, 40 წლამდე კაცი მეზობლის ხეს ჭრიდა, რა დროსაც მოჭრილი მასა დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ერთ-ერთი სამკერვალო კომპანიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან სამკერვალო კომპანია "ქუთექსის"ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.

ზუგდიდის ერთ-ერთ საბაშვო ბაღში ხანძარია

ზუგდიდის სოფელ ერგეტას საბავშვო ბაღში ხანძარია. ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობენ.

წიწკანაანთსერში, კუჭატანსა და ალმატში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წიწკანაანთსერის, კუჭატნისა და ალმატის მოსახლეობას შეხვდა.

ქუთაისში 44 500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. როგორც "სოკარ გაზში" აცხადებენ, მიზეზი ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში ავარიული შეფერხებაა. მათი თქმით, გათიშულია ქალაქის თითქმის 60%.

ხარაგაულში სოფლის საერთო კრებები ტარდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს.

მდინარე ქსანზე ახალი ხიდი შენდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. 

კურორტ თეთნულდზე უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე უკრაინელი ტურისტი, როემლსაც მაშველები გუშინდელიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 

სენაკში ავტოავარიას კაცი ემსხვერპლა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის დროსაც მსუბუქი ავტომობილი, სავარაუდოდ, ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

კურორტ თეთნულდზე უკრაინელ ტურისტს ეძებენ

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე მაშველები უკრაინელ ტურსიტს ეძებენ. ის იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც გუშინ ზვავი ჩამოწვა.

შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გწმენდითი სამუშაოების შედეგად, შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თელავში 24 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

24 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფიდან გასროლით თვითდაზიანება სახის არეში მიიყენა.

 

თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა- მაშველები ტურისტს ეძებენ 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა.