რეგიონი

შსს-მ მარტვილში ბავშვების ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სამართალდამცავებმა მარტვილის მეორე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

წყალტუბოში ახალგაზრდა მამაკაცი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა

წყალტუბოში, ახალგაზრდა მამაკაცი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა სანატორიუმ "სამგურალის" ტერიტორიაზე მოხდა.

მარტვილის ერთ-ერთ ბაღში მოწამლული აღსაზრდელების მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ევექსის მარტვილის კლინიკის პედიატრის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებენ.

მარტვილის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ

მარტვილის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ მიიღეს შეტყობინება.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

კაჭრეთში 70 წლამდე ასაკის კაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, 70 წლამდე ასაკის კაცს ეძებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახის წევრებს ელდარ ფროდიაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ტყიბულელი მეშახტებისთვის დაპირებული ხელფასის ჩარიცხვის ვადა დღეს იწურება

ტყიბულის შახტის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას, დაპირებისამებრ, 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, მაღაროელის დღე გაიმართება

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, მაღაროელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

სასამართლომ, ბათუმში მეჩეთის აშენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ბათუმში მეჩეთი არ აშენდება, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა.

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან - პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.

ხობში, ავტოავარიისას დაშავებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ხატია წილოსანმა დედოფლისწყაროს სოფლებში მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, ზემო მაჩხაანის, გამარჯვებისა და ხორნაბუჯის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ასპინძაში პოეზიის სახალხო დღესასწაული "შოთაობა" გაიმართა

შოთა რუსთაველის წარმოშობის ადგილას მოეწყო ადგილობრივი წარმოების პროდუქტისა და ხალხურო რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმ ოჯახებში იმყოფებოდა, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზარალდნენ.

აჭარაში უამინდობამ მეწყერული პროცესები გამოიწვია

აჭარაში ორდღიანმა უამინდობამ მეწყერული პროცესები გამოიწვა.

ქუთაისში ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ახალციხე კლიმატის ცვლილებების კვირეულში ჩაერთო

საქართველოში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრმა“ სემინარი ჩაატარა.

ადიგენის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს

დღეს, 27 სექტემბერს, 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის, კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ადიგენის #38 საარჩევნო ოლქში, არლის #3 უბანზე, მხოლოდ ერთი კანდიდატია რეგისტრირებული. 

ბათუმი ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლებს

ბათუმი ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლებს. კონკურსი პოეზიასა და პროზაში წელს მეთორმეტედ ჩატარდება. კონკურსანტები მონაწილეობენ როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.