რეგიონი

ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის გოორგი შენგელიას ინიციატივით, ყოველი შაბათი მუიციპალიტეტში ინტელექტის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - არიან დაშავებულები

"მერსედესის" და "ოპელის" მარკის ავტომობილრბი ერთმანეთს რუსთაველის ქუჩაზე შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

გიორგი შენგელიას სტიპენდია 19 სტუდენტს დაენიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 19 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 40-მდე ღვინის საწარმომ 6 000-მდე ტონა ყურძენი გადაამუშავა.

შიდა ქართლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შიდა ქართლის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

ქუთაისის გზაზე ავარიის შედეგად 4 მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მძღოლები ერთმანეთისთვის გადასწრებას ცდილობდნენ.

ფოთსა და აბაშაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მასწავლებლები გადაამზადა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორიამ გურიაში ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები შეამოწმა

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია დასავლეთ საქართველოს სოფლებში გადაადგილდება.

მეჩეთის მშენებლობაზე სასამართლო დავა ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის 26 სექტემბერს დასრულდება

ახალი მეჩეთის მშენებლობაზე წინააღმდეგობის გაწევა ბათუმის მერიის მხრიდან იყო თუ არა დისკრიმინაციული, ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გახდება ცნობილი.

გიორგი შენგელია პროექტების ვერიფიკაციის სამუშაო პროცესში ჩაერთო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე დღეა სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში შემოტანილი პროექტების ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს სოფელში სახლი იწვის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ორსართულიანი სახლი იწვის.

ქუთაისის მერიასთან „ტორპედოს“ გულშემატკივრები აქციას მართავენ

ქუთაისის მერიის წინ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გულშემატკივრების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ქალაქის ხელისუფლებას გუნდში არსებული რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნას სთხოვენ.

ზუგდიდში ახალ სასწავლო წელს 20 ბაღი აღსაზრდელებს ვერ მიიღებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 62 საბავშვო ბაღიდან 20 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებას 16 სექტემბერს ვერ დაიწყებს.

1600-მდე ბავშვი ბათუმში საბავშვო ბაღის მიღმა დარჩა

მიმდინარე წელს 1600-მდე აღსაზრდელი საჯარო ბაღში ვერ მივიდა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოთხოვნა გაიზარდა, დაწესებულებები კი დამატებით კონტიგენტს ვერ იღებს.

არქეოლოგებმა ფარავნის ტბასთან ყორღანების შესწავლა დაიწყეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს (ძვ. წ XV-XIV ს.ს ) პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყეს.

გურჯაანში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

ახაშნის, ზეგაანისა და მუკუზნის მაცხოვრებლები ყურძენზე ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

რუხის სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვა მოითხოვეს

სოხუმში „ამცახარას“ პარტიის ოფისთან, ალხას კვიცინიას მომხრეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვა მოითხოვეს.

ქვეყნის მასშტაბით ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს.

ქუთაისში 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში წყალმომარაგების ახალი ქსელი ეწყობა

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა (IIფაზა) აქტიურად გრძელდება.