საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ცესკო-მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

ხათუნა თოთლაძემ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ეუთოს ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გერტ-ჰაინრიხ არენსთან.

,,ბათუმელთა დარბაზი" - ,,ჩვენ ჩავებით საარჩევნო მარათონში, რათა არ დაგვეშვა ბნელი ძალების პოლიტიკაში დაბრუნება"

,,ბათუმელთა დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ ფედიჩკინი მოძრაობის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

ირაკლი სესიაშვილი: დღეიდან მოგვიწევს ყველაფრის ანალიზი, სწორი შეფასება და დროული მოქმედება

მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებას  "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევისთვის  მადლობა გადაუხადა:

არჩეული პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს შეხვდა

არჩეული სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ხუთშაბათს, 29 ნოემბერს 13:00 საათზე შეხვდა.

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დაითვალეს.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას.

ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა - 59.52%, გრიგოლ ვაშაძემ კი 40.48% მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა - 3705 უბნის მონაცემები დათვალა.

ლიეტუვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საარჩევნო უბნების 99,7%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 40.44%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.  

შსს-მ კახეთში "ენმ"-ს ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 02:30 - წუთის მონაცემებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 02:30 - საათის მონაცემებით, 3705 უბნიდან დათვლილია 3599 (97.44%)

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძის მაჩვენებელი 900 000 ხმას ბევრად ჩამორჩება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი, თითქოს გრიგოლ ვაშაძემ 900 000 ხმა აიღო, სიცრუეა:

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე: სია გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა

ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას თქმით, სამაგიდო სიის ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და მისთვის უცნობია, ვინ აიღო ის.

"სალომე ზურაბიშვილი 60%, გრიგოლ ვაშაძე 40%" - ქართული ოცნება მიღებული ოქმების მონაცემებს აქვეყნებს  

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ 650 000 ხმა და სალომე ზურაბიშვილი 60% ლიდერობს.

1181 საარჩევნო უბნის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 57%, გრიგოლ ვაშაძემ კი 43% მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1181 უბნის მიხედვით (32%), საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

23 უბნის მონაცემებით, საჩხერეში სალომე ზურაბიშვილმა 6 464,  გრიგოლ ვაშაძემ კი 465 ხმა მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო.

ირაკლი კობახიძე: ამ დროისთვის დათვლილ 630 უბანზე, სალომე ზურაბიშვილმა 188 103, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 102 735 ხმა მიიღო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები  ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს.