პრემიერმა მფრინავ–მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგანგებო შტაბის წევრები ​სტიქიის ზონაში მომუშავე ​ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და ბელარუსულ საავიაციო ეკიპაჟების წევრებს შეხვდნენ და მათ გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადეს.