ფონდ "იავნანას" ოფისში ჟურნალისტები არ შეუშვეს

საქველმოქმედო ფონდ "იავნანასთან" მისულ ჟურნალისტებს დღეს ოფისის კარი არ გაუღეს. ჟურნალისტებს სურდათ ფინანსური მაქინაციების თაობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე ფონდის ხელმძღვანელების პასუხები მოესმინათ.