Pia Logo
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი 25 მარტს სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-ს გაყიდის

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი
16:44 24.03

ეროვნული ბანკი ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს. პროცესს კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს და მისი გავლენის შესამცირებლად 25 მარტს $40 მლნ-იან სავალუტო ინტერვენციას აანონსებს.

„კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა. 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

24 მარტს ლარმა მორიგი ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა და Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 3.50-იან ნიშნულს გადასცდა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტ...
20 წუთის წინ
„თქვენი გადაწყვეტილება ჩემთვის არის ძვირფასი და ასევე, ამ ქვეყნისთვის არის ძვირფასი. დიახ, ხართ გამ...
15:28
სამცხე-ჯავახეთის შვიდ საკარანტინე ზონაში, ექვსი აპრილის მდგომარეობით, 262 პირი იმყოფება. მათგან 27 მ...
15:01
„იმედის მომცემია პრემიერისა და, ზოგადად, მთავრობის დამოკიდებულება ეკონომიკური საკითხისადმი, რაც პირვ...
15:00
ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე 2020 ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია ბიზნესს უსაფრთხო...
„იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა...
რუსეთი $10–იანი ნავთობისა და 89–რუბლიანი...
სისტემწარმომქმნელი საწარმოების მდგრადობის შემოწმების მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ...
10:04
პუტინი კიდევ ერთი კვირა იმუშავებს დისტან...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დისტანციური მუშაობის რეჟიმი კიდევ ერთი კვირ...
09:45
ბრიტანეთი რუსეთს და ჩინეთს კორონავირუსზე...
ბრიტანელმა დეპუტატებმა ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ბრძოლაში ჩინეთის ქმე...