Pia Logo
სამართალი

საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული სასამართლოებში საქმეების დისტანციურ განხილვაში

საქართველოს გენერალური პროკურატურა
16:35 25.03

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, 2020 წლის 22 მარტიდან აქტიურად ჩაერთო საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების დისტანციურ განხილვაში.

„საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც პროკურორებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად ჩაერთონ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა განახორციელონ პროკურატურის ოფისებიდან. დღეის მდგომარეობით, დისტანციური წესით უკვე ჩატარდა 60-ზე მეტი სხდომა.

დისტანციურად ტარდება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომები, აგრეთვე, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია.

დისტანციური პროცესების დროს სრულად არის უზრუნველყოფილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვა და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ეძლევა საკუთარი საპროცესო უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
„დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თ...
13:15
„ვირუსის შეკავების მხრივ, საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვ...
13:03
თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ სპორტსმენებს სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს. "ვულოცავ ჩვენს სა...
12:14
"პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლო...
11:56
ნავთობი, კორონავირუსი რუსეთი $10–იანი ნავთობისა და 89–რუბლიანი დოლა...
სისტემწარმომქმნელი საწარმოების მდგრადობის შემოწმების მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ ეკონომიკური კრიზისი...
ახალციხეში კათოლიკე და სომხურმა თემმა ბზ...
კათოლიკე და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, ხუთ აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის...
ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩე...
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექცი...
22:34 05.04
ტიკარაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირ...
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პი...