Pia Logo
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საზოგადოებამ იგრძნო, რომ სახელმწიფოს მიერ დაცულია

ვიცე-სპიკერი ჟურნალისტებთან
23:07 24.03

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში ვირუსის ეპიდემიის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელისუფლების მოქმედებებმა, საზოგადოებას დაცულობის განცდა გაუჩინა.

"მთავარია, რომ ზედმეტი წარმოჩინების და დროშების ქნევის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი და საზოგადოება ამას ხედავს. საზოგადოებამ იგრძნო, რომ დაცულია და იგრძნო ასევე, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოა ხალხზე პასუხისმგებელი, არამედ თავად საზოგადოებაც პასუხისმგებელია სახელმწიფოზე და თითოეულ მოქალაქეზე. სახელმწიფოებრიობა არ იქმნება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობით, არამედ სახელმწიფოებრიობა მოიცავს თითოეული ადამიანის დამოკიდებულებას. ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რომ გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა ძალიან ცოტაა ვიდრე ამ ბენეფიტის მომხმარებელი.

ადამიანი, როდესაც ბიუჯეტში იხდის, მან იცის თავისი უფლებები. შეერთებულ შტატებში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, თითოეული ადამიანი ვინც მუშაობს და იხდის გადასახადებს, იცის რომ ქვეყნის მმართველი და სისტემის შემადგენელი ნაწილია. ჩვენთან ამის გათავისება გაჭირვებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან იყო ომები, ხანძრები და ასე შემდეგ და უბრალოდ იმ ომის პირობებში ხელისუფლებამ არ ივარგა და თავის პოლიტიკის გადარჩენაზე გაცილებით მეტი იფიქრა, ვიდრე სახელმწიფოზე", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი?...

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბ...
17:28 30.03
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ამ დროისთვის ბოლო მონაცემები...
00:33
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მო...
00:19
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
23:56 30.03
"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსა...
23:38 30.03
კორონავირუსის ინფექცია, 2020 3 ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადას...
ქუთაისში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებუ...
23:06 30.03
21:52 30.03
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების...
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზა...
21:20 30.03
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვ...
ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, COVID-...
21:06 30.03
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 პირი...
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა...