მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური: შემთხვევა, რომ მარნეულიდან ვინმე გაიქცა და დევნა განხორციელდა, არ ყოფილა

გომელაური შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის გათვალისწინებით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივების მხრიდან დაუმორჩილებლოს ადგილი არ ჰქონია.

"გუშინაც იყო ღამე მცდელობა, ზოგი ამბობდა რომ ძაღლის გასეირნება უნდოდა, ზოგს კი უბრალოდ გასეირნება უნდოდა, შევაჩერეთ და უკან მიბრუნდნენ. ახლა უკვე, როცა პოლიციელებს ხედავენ თავადვე ბრუნდებიან უკან. ვინმე გაიქცა და დევნა განხორციელდა, ასეთი რამ არ მომხდარა. გაკეთებულია საგუშაგოები, ვმუშაობთ დრონებით, 12 დრონი მუშაობს ერთდროულად ღამის ხედვის კამერებით", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, მარნეულში მას შემდეგ რაც ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად გამოცხადდა.