Pia Logo
პოლიტიკა

ხუნდაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება არა მხოლოდ ვერტიკალში ხდებოდეს მართვა, არამედ ჩამოყალიბდეს რეგიონალური მმართველობის ცენტრები

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020
21:32 25.03

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება არა მხოლოდ ვერტიკალში ხდებოდეს მართვა, არამედ ჩამოყალიბდეს რეგიონალური მმართველობის ცენტრები, რომელსაც ექნება ჰორიზონტალური განშლადობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, მიწვდომადი იყოს კონკრეტულ ბენეფიციარამდე და ყველას ჰქონდეს თავისი კონკრეტული საპასუხისმგებლო არეალი და პასუხისმგებელი იყოს პროცესების მართვაზე",- აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელნი იქნებიან ძალოვანი სტრუქტურებიდან რეგიონული სამმართველოს უფროსები, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან ერთად.

ხუნდაძის თქმით, პასუხისმგებელი იქნება რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით და ასევე იქნება ჰოსპიტალური სექტორის მართვის კონკრეტული ხელმძღვანელი თითოეული რეგიონის საპასუხისმგებლო არეალში, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და არ ხდებოდეს რეგიონიდან რეგიონში ან რეგიონიდან დედაქალაქში პაციენტის გადმოყვანა, რადგან ამ შემთხვევაში საფრთხე უფრო იზრდება.

"მოქალაქემ აქამდე არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გამოეხატებოდა ტემპერატურული რეაქცია ან ჰქონდა კლინიკური გამოვლინება, ამიტომ რეგიონალურ ჭრილში ჩაშლილი და გაუმჯობესებული იქნება კომუნიკაცია. კონკრეტულ მოქალაქეს ეცოდინება, ასეთ შემთხვევაში სად უნდა დარეკოს. მაშინვე ჩაერთვება ოჯახის ექიმი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუქცია და არის გადამზადებული, მოქალაქე მისგან მიიღებს სატელეფონო კონსულტაციას, თუ საჭირო იქნება მისი კლინიკაში გადაყვანა, შესაბამისი ეკიპირებით მას მიაკითხავს ბრიგადა, აქ იქნება ეპიდემიოლოგიც ჩართული და თუ საჭირო გახდა პაციენტის ჰოსპიტალში მოთავსება იქნება ჰოსპიტალური მიმართულების მართვის ჯგუფი, რომელსაც ეყოლება რეგიონის მიხედვით კონკრეტული ხელმძღვანელობა, რაც პროცესებს დაარეგულირებს და ადგილზე ყველა რეგიონში იქნება კონკრეტული საავადმყოფო, რომელიც იქნება კონკრეტულად ამ სერვისზე ორიენტირებული. მთელი ჰორიზონტალი რეგიონების მასშტაბით იქნება გაშლილი და დარჩება მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ამ მძიმე ვირუსზე გავიმარჯვოთ",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ინფექციის გავრცელების გზებზე და იზოლაციის მნიშვნელობაზე.

"ერთ ადამიანს განუზომელად ბევრი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. რეკომენდაციების არშესრულების მაგალითები გვაქვს მსოფლიოშიც, კონკრეტულ ქვეყნებში სწორედ იმიტომ გართულდა ვითარება, რომ რეკომენდაციები არ იქნა სერიოზულად აღქმული და შესრულებული. შიგნითაც გვაქვს ასეთი მაგალითი, ბოლნისისა და მარნეულის მაგალითზე, როდესაც მოქალაქემ არ შეასრულა რეკომენდაციები და გახდა ძალიან ბევრი ადამიანის დაინფიცირების წყარო. დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს მასიური დაინფიცირიება, რისი რეალური რისკიც არსებობს. ჩვენ შეკავების ფაზიდან გადავედით პრეკრიზისულ ფაზაში და მთელი აპრილის პერიოდი, სამწუხაროდ, იქნება გამწვავებული და ზემაღალი რისკის შემცველი, იქნება დადასტურებული და დაუდასტურებელი შემთხვევებიც, რაც გავრცელების მეტ საფრთხეს ქმნის, ამიტომ მოვერიდოთ ერთმანეთს და დავრჩეთ სახლში, თუ გარეთ გასვლის გადაუდებელი საჭიროება არ არის",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„კლიპარტი“ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

#ბიზნესიზრუნავს - „კლიპარტის“ კამპანია C...

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპა...
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის...
16:49
მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა,...
16:31
„ხელისუფლებას მივმართავ - დღეს პოლიტკორექტულობის დრო არაა და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიე...
16:13
დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მი...
15:39
თბილის მერი პროდუქტებს არიგებს მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალა...
თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებშ...
ირაკლი გოგავა: მარგინალებისთვის ხომ ყველ...
„საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსო...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ქვეყანა რთულ მდგომა...
ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეარხებზე საჭირო გახდება დროებით ც...
12:15
ზუგდიდში ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობ...
ზუგდიდის მერიამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ვირუსი მზა...