Pia Logo
საზოგადოება

5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანაზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სამინისტროს შენობის გარე ფასადი
11:45 26.03

5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში მოთავსებაზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, სამხედროების საავადმყოფოში მოთავსება სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. დღეიდან, სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს.

ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„კლიპარტი“ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

#ბიზნესიზრუნავს - „კლიპარტის“ კამპანია C...

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპა...
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის...
16:49
მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა,...
16:31
„ხელისუფლებას მივმართავ - დღეს პოლიტკორექტულობის დრო არაა და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიე...
16:13
დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მი...
15:39
თბილის მერი პროდუქტებს არიგებს მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალა...
თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებშ...
ირაკლი გოგავა: მარგინალებისთვის ხომ ყველ...
„საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსო...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ქვეყანა რთულ მდგომა...
ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეარხებზე საჭირო გახდება დროებით ც...
12:15
ზუგდიდში ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობ...
ზუგდიდის მერიამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ვირუსი მზა...