Pia Logo
საზოგადოება

„ჯორჯიან მანგანეზმა“, COVID19-ის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა

ჯორჯიან მანგანეზნა კორონავირუსის გამო კვების რაციონი შეცვალა
13:58 26.03

„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კვების რაციონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად იზიარებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შექმნილ მდგომარეობას და ასრულებს მთავრობის რეკომენდაციებს.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის ვადით საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის გატანის მომსახურებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სასადილოების სამუშაო რეჟიმსა და კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა და ქარხნის დასაქმებულებს დროებით განსხვავებული საკვები ულუფებით ამარაგებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად იზიარებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შექმნილ მდგომარეობას და ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რასაც, ერთი მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მეორე მხრივ კი, საქართველოს მთავრობა იძლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი ამბობს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ქარხანაში დასაქმებულები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მშრალ ულუფას მიიღებენ.

„პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ და ჩვენ მიერ გატარებულ პრევენციის სხვა ღონისძიებებთან ერთობლიობაში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ქარხანაში დასაქმებულები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მშრალ ულუფას მიიღებენ“, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, მისი ოპერირების ქვეშ არსებულ ყველა საწარმოში არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1707.webp

რეფერენდუმი

29 წელი რეფერენდუმიდან

29 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდა...
ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და COVID-19-თან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკა...
10:25
„თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილ...
10:25
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ამ დროისთვის ბოლო მონაცემები...
00:33
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მო...
00:19
ცქიტიშვილი ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილი: ბლოკპოსტები არ ნიშნავს ქალაქ...
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
ნავთობის საჭიროება გაქრება – Goldman Sac...
საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs თავის მიმოხილვაში პროგნოზირებს, რომ ნავთობი მსო...
როგორ ჩატარდება სააღდგომო ცისკრის ლოცვებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ქვ...
21:52 30.03
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების...
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზა...