მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართული პირბადეები საპატრულო პოლიციასა და საკარანტინო ზონების პერსონალს გადაეცა

პირბადეების გადაცემა

ქართული წარმოების პირბადეები 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, მებაჟეებსა და მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლებს გადაეცათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობამ რეკორდულად მოკლე დროში შეძლო და დაიწყო დღეისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური პროდუქტის წარმოება.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ პირბადეები უკვე გამოიყენება იმ სასტუმროებში, რომლებიც ჩართულია საკარანტინო პროგრამაში. მათ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიაწოდა აღნიშნული პროდუქცია. ეს პროგრამა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.