Pia Logo
საზოგადოება

„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

„სოკარმა“ StopCoV ფონდის დასახმარებლად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
17:32 26.03

„კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარს რიცხავს“, - ამის შესახებ „სოკარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სოკარი“ მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში.

„ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარება.

#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. „სოკარი“, როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია, ასოციაციის ინიციატივას შეუერთდა და ფონდისთვის შექმნილ ანგარიშზე 200 000 ლარი ჩარიცხა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია აცხადებს, რომ ფინანსური დახმარების გარდა, ის საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან ზრუნავს.

„ფინანსური მხარდაჭერის გარდა, „სოკარი“ ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში. ასევე, კომპანია არ წყვეტს აბონენტებზე ზრუნვას და, შექმნილი ვითარების მიუხედავად, თითოეულ მომხმარებელს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“, - ნათქვამია „სოკარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი?...

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბ...
17:28 30.03
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მო...
00:19
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
23:56 30.03
"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსა...
23:38 30.03
ქუთაისში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებუ...
23:06 30.03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრიფინგი 2019 ვიცე-პრემიერი: COVID-19-ის სწრაფ ტესტებთან და...
"ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა, ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გე...
21:20 30.03
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვ...
ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, COVID-...
21:06 30.03
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 პირი...
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა...
ამირან სალუქვაძე: ღია წყაროებში მოიძებნე...
„ავიაკომპანია „SkyUp“ საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვა...