მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კახა კალაძე იმარჯვებს

თბილისის მერი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნიკანორ მელია - 44.445%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე - 55.555%

ხმები დათვლილია 769 უბნიდან 740 უბანზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

პირველ ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - კახა კალაძეს ხმების 45,006%, ხოლო ნიკა მელიას - 34,011% ჰქონდა მიღებული.