ბიზნესი

GITA-ს მცირე გრანტების პროგრამის სიახლეები

GITA - ს მცირე გრანტების პროგრამის სიახლეები
10:38 24.09
დაკოპირებულია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპებს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სიახლე შესთავაზა. პროტოტიპირების გრანტების თანხა 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა და პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 15 სტარტაპი დაფინანსდა. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GITA-ს მცირე გრანტების პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის; ასევე ქართული პროდუქტების/სერვისების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციასა და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას.

„საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

• კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა;

• პროტოტიპი ანუ პროდუქტის/ სერვისის პირველადი/ადრეული ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად;

• ინოვაციური მოწყობილობები და კომპიუტერული პროგრამები.

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის გუნდის კომპეტენცია, ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა, კონკურენტული უპირატესობა, პროდუქტი/ტექნოლოგია, დრო/შემოსავალი.

მცირე გრანტების პროგრამის კომისია დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიცაა:

1. დავით ჩეჩელაშვილი - მაღალტექნოლოგიური მეწარმე, ტექ. კომერციალიზაციის ექსპერტი და გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;

2. თეიმურაზ მამაცაშვილი - მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ბიზნესის ანალიზის მიმართულებით. ენტერპრენერული და ბიზნეს პროექტების შეფასებისა და დაფინანსების მრავალწლიანი გამოცდილებით;

3. გიორგი ტუხაშვილი - Startup Grind Tbilisi - ის თანადამფუძნებელი;

4. იური სადოევი - ბიზნესის მენეჯერი და კონკულტანტი პროცესის ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში;

5. ლაშა გორგოშიძე - საქართველოს ნაციონალური სტარტაპების ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.grants.gov.ge/ka“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„დავით გარეჯის საქმეს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს - გამოძიება, რომელმაც ყველა კითხვას პასუხი უნდა...
35 წუთის წინ
„ყველა რეიტინგით, მათ შორის, სააკაშვილი-გვარამიას გაყალბებულით, „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების...
18:11
ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრ...
18:11
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მე-2 ბიულეტენის თან...
17:55
საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია: დავით გარეჯთან მიმართებაში საქ...
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, რო...
მაია ცქიტიშვილი: ეს საკითხები ხშირად პოლ...
„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ დამატებით 20 მილიარდი ლარის ჩადებას ქვ...
სოსო ფხაკაძე: პრემიერმა ახსენა, რომ 200...
ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, უმუშევრად დარჩენილ...
სომხური მხარე: მოწინააღმდეგემ უკან დაიხი...
მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ჰუდაფერინის წყალსაცავთან მოწინააღმდეგემ უკან დ...