მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტარტაპ გრაინდი ქართულ სტარტაპებს პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

ღონისძიება აერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით 10-12 დეკემბერს, ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება. სამ დღიანი ღონისძიება აერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ სპიკერს და სტარტაპებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ღონისძიება სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრის - Startup World Cup-ის ნახევარ ფინალსაც უმასპინძლებს.

პრესსამსახურის თქმით, ვირტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები ევროპისა და აზიის 50-მდე ქვეყნიდან. ფინალამდე, შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრეინინგების და მენტორინგის სესიებს, სილიკონ ველის ექსპერტებთან. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს, სადაც საპრიზო ფონდი 1,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.

შეჯიბრის გარდა, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში, სტარტაპ გამოფენაზე (Startup Showcase) მიიღონ მონაწილეობა, ევროპა-აზიის წამყვანს სტარტაპებთან ერთად, დაამყარონ ახალი კავშირები სხვა ქვეყნის სტარტაპებთან და გაიზიარონ მათი გამოცდილება, გააცნონ პროექტები ღონისძიებაში მონაწილე 5,000-მდე დელეგატს, მათ შორის, წამყვან ინვესტორებს და ვენჩურულ ფონდებს, დაგეგმონ მათთან შეხვედრები და წარუდგინონ პროექტები.

ინფორმაციისთვის, სტარტაპებს Startup World Cup-ის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 3 დეკემბრამდე შეუძლიათ, ხოლო Startup Showcase-ზე მონაწილეობისთვის, ბილეთების შეძენა 8 დეკემბრამდე ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.startupgrind.ge.