მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

„გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

  • ბილ რაიჰართი - 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა მყარი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
  • ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
  • მარვინ ლიაო - Marvin Liao - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის 500 Startups-ის მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.