მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

668 ინფიცირებული - ეპიდვითარება დაპირისპირების ფონზე

დაპირისპირების კვალდაკვალ

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. დაპირისპირების ფონზე იზრდება კოვიდინფიცირებულთა რიცხვი.

გთავაზობთ 27, 28 სექტემბრის ეპიდმონაცემებს სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ქვეყანა ინფიცირება გარდაცვალება
სომხეთი 502 9
აზერბაიჯანი 166 3

ამ ეტაპზე, სომხეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 49 901 შემთხვევა, აქედან 43 849 განიკურნა, 858 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 40 061 ინფიცირებულია, აქედან 37 725 განიკურნა, 588 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.