მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების თხოვნით მიმართა

რუსეთის აფხაზეტს კორონავირუსის ვაქცინას გადასცემს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში აცნობეს.

სოხუმში იმედოვნებენ, რომ საწყის ეტაპზე რუსეთის მას ვაქცინის 15-20 ათას დოზას მიაწვდის.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ვაქცინა უფასო იქნება. მისი აცრა ნებაყოფლობითია. ვაქცინა გამალეის სახელობის ინსტიტუტშია შექმნილი.

რუსეთი წელიწადში 500 მილიონი დოზის გამოშვებას გეგმავს.