მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი: პოზიციები დავკარგეთ

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი

„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა.

არუთინიანი აცხადებს, რომ არიან დაღუპულებიც.

„ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანი არ იბრძვის, მის წინააღმდეგ თურქეთი იბრძვის. ჩვენ პოზიციები დავკარგეთ, მაგრამ დავიბრუნებთ. მინდა განვაცხადო, რომ ომის შედეგები პროგნოზირებადია ჩვენთვის“, - აღნიშნა არუთუნიანიმა.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

საომარი მოქმედება პირველი სომხეთმა გამოაცხადა. დღის ბოლოს კი იგივე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პარლამენტმაც მიიღო.