მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ სომხურ ფაშიზმს და აგრესიას

გამოცემა აზ რეპორტი სომხების შესახებ წერს

თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობის ცენტრი, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას. ინფორმაციას გამოცემა report.az ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრმა სოციალურ ქსელში სომეხი წარმოშობის ფაშისტი გარეგინ ნჯდენის ფოტო გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ ფოტოს დაემატა „ფაშისტი ჯალათის სიტყვები თუ ერი გადაიქცევა ჯარად, შეუძლებელია მისი მუხლებზე დაყენება“.

გვერდზე ასევე მოცემულია სომხურ ენაზე სომხური არმიის მხარდაჭერის რამდენიმე ლოზუნგი.

„მრავალი წლის განმავლობაში აიარტუნი იყო აგრესორი სახელმწიფოს პროპაგანდისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც ხელს უწყობდა სომხეთის აგრესიის პოლიტიკას. შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა საქართველოში, მაგალითად აზერბაიჯანმა, რომლებიც განიცდიან ოკუპაციას, უნდა უპასუხონ ამ ე.წ. კულტურული ცენტრის უკანონო საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფაშიზმის პროპაგანდა კანონით აკრძალულია. “ - წერს აზერბაიჯანული გამოცემა

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

შეგახსენებთ სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.