მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ პენსიონერებზე დარიგებული პენსიების დაბრუნებას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის საპენსიო ფონდის წარმომადგენლებთან ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილ პენსიონერებზე დარიგებული პენსიების საკითხი განიხილა.

რუსეთის შრომის სამინისტრო და საპენსიო ფონდი ამ თანხების დაბრუნებას მოითხოვენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 16,6 მლნ რუბლის პენსიების უკანონოდ გაცემაზე. აგვისტოდან ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პენსიონერებს, ვინც რუსეთის პენსიას იღებს, თანხის მიღება მხოლოდ ბანკებში შეუძლიათ პირადობის მოწმობის და საბანკო ბარათის წარდგენის შემთხვევაში.