მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინივიატივით გამოდიან

რეფერენდუმის ოქლი

პარტია „სიმართლისთვის“ ლიდერის ზახარ პრილეპინის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შემადგენლობაში შევა ყველა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 75% მხარს დაუჭერს რუსეთთან გაერთიანებას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და ასევე, მოლდოვაში.

„ეს უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ ყველას, ვინც რუსეთთან გაერთიანების მზადყოფნას გამოთქვამს“,- ნათქვამია პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის დოკუმენტში.

პარტია „სიმართლისთვის" კანდიდატები აპირებენ მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის სექტემბერში გასამართ რეგიონალურ და ასევე, სახელმწიფო დუმის 2021 წლის არჩევნებში.

ცნობისთვის, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განახორციელეს. მალევე ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის ჯარი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ორ რეგიონს.