მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის პარალელურად კიბერ ომიც მიმდინარეობს

სომხური საიტი დაჰაკეს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმდინარეობს.

აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა შეტევა განახორციელეს სომხურ ვებ-გვერდებზე, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის სქრინი მასალას თან ახლავს.

თუმცა ამ მხვრივ არც სომეხი ჰაკერები ჩამორჩებიან, მათ რამდენიმე წამყვანი აზერბაიჯანული მედიასაშუალების საიტი გათიშეს და საკმაოდ აქტიურად უტევდნენ აზერბაიჯანულ სერვერებს.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

საომარი მოქმედება პირველი სომხეთმა გამოაცხადა. დღის ბოლოს კი იგივე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პარლამენტმაც მიიღო.